Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695445&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე მაღაზიათა ქსელში.

მოვალეობები:

** ობიექტზე დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება;
** დასუფთავების თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება.

ეს თანამდებობა შენთვისაა თუ:

** გაქვს გამოცდილება დასუფთავების მენეჯერის, პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობებზე;
** შეგიძლია საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;

სამუშაო პირობები:

** სტანდარტული 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო ადგილი - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დასუფთავების მენეჯერი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია