Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695443&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - მუხრანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება;
** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრისთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია.

რას გთავაზობთ:

** სუპერ მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობის შანსს;
** იყოთ უნიკალური გარემოს ნაწილი;
** კონკურენტუნარიან საკომპენსაციო პაკეტს;
** სადილით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას მუხრანში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mukhrani.com 2026 წლის 20 თებერვლამდე. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია