|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
მაქსიმა
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.
დეტლური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** სამუშაო საათები: სრული (არ განიხილება დისტანციური მუშაობა)
** ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის N109;
** ანაზღაურება: შეთახნმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მთავარ ბუღალტრად;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Business Central ან ანალოგი);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კონფიდენციალურობის დაცვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, მოგება, საშემოსავლო, ქონება) მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური);
** საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი ERP სისტემაში;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვა;
** შიდა კონტროლის პროცედურების დანერგვა და მონიტორინგი;
** აუდიტორებთან, ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** პასუხიმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|