Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695413&print=yes&view=jobs
 
პროექტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროექტების მართვის სამსახურში, პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ძირითად ბიზნეს განვითარების ციფრულ პროექტებზე მუშაობა;
** ბიზნესის, ტექ და ვენდორის გუნდების სტეიქჰოლდერების კოორდინირება და ჰარმონიზაცია PO-ს როლში
** ციფრული პლატფორმების UX პროცესების ოპტიმიზაცია და გამარტივება
** ახალი ფუნქციონალების იდეის შემუშავება და პროექტის ინიცირება. საუკეთესო პრაქტიკების მოძიება (საქართველოში, საზღვარგარეთ)
** Agile და Kanban-ის მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა
** კომპანიისთვის სხვა Ad Hoc საჭიროების ბიზნეს განვითარების პროექტებში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point, MS Project;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2).
** სასურველია AGILE მეთოდოლოგიის გამოცდილება და PO სერტიფიკატის ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** სისტემური მიდგომა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
** დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროექტის ხელმძღვანელი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია