|
დასახელება:
პროდუქტის უმცროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ინტელექტის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში, პროდუქტის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის ტენდენციების, მომხმარებლის ქცევისა და სტეიკჰოლდერების საჭიროებების ანალიზი;
** სადაზღვევო პროდუქტების განვითარების პროცესში მონაწილეობა - არსებული პროდუქტების გაუმჯობესება და ახალი ციფრული გადაწყვეტილებების ინიცირება;
** ტრადიციული სადაზღვევო პროდუქტების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართულობა;
** გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა, სამუშაოების დაგეგმვა, პროცესის მონიტორინგი და შესრულების კოორდინაცია;
** პროდუქტის ჭრილში მომხმარებელთა და შიდა გუნდების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზში მონაწილეობა და მიღებული ინსაითების პროდუქტში დანერგვის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2);
** სასურველია PO სერტიფიკატის ფლობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
** დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი პროდუქტის მენეჯერი".
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|