|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებებს იურიდიულ დეპარტამენტში - საკორპორაციო სამართლის და შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების სამსახურებში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
პოზიციის შესახებ:
კომპანია ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ Compliance ან/და კორპორაციული მიმართულების იურისტ სტაჟიორს. სტაჟირება წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და პროფესიული განვითარებისათვის. შესაბამისად, კორპორაცია ელოდება მოტივირებულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ თანაგუნდელს.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური სახელშეკრულებო ურთიერთობების მართვა.
** მოლაპარაკებების წარმოება.
** ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების, თანამშრომელთა სამართლებრივი საჭიროებების მართვა.
** დავალების მიხედვით, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის (შეთანხმება, ოქმი, აქტი...) მომზადება, შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი, გაფორმების/რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
** კორპორაციის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი სიახლეების შესწავლა და არსებული კანონმდებლობით კორპორაციის მუშაობის გამართვა;
** თითოეული სტრუქტურული ერთეულის მუშაობის წესის განსაზღვრა/შესაბამისობაში მოყვანა არსებულ/ახალ კანონმდებლობასთან.
** საჭიროებისამებრ საკანონმდებლო ინიციატივების, მარეგულირებლის ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების შესწავლა და შეფასება.
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადებაში/განახლებაში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მუშაობის ან/და სტაჟირების გამოცდილება 6-12 თვე;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** უცხო ენ (ებ)ის ცოდნა - ინგლისური - B2.
ჩვენ გთავაზობთ:
** პრაქტიკულ გამოცდილებას შესაბამისობისა და კორპორაციული სამართლის სფეროში;
** პროფესიულ განვითარებას, სამუშაო უნარების დახვეწასა და უწყვეტი განათლების ხელშეწყობას;
** სტაბილურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
** კორპორაციის თანამშრომლებისთვის შესაბამისად გათვალისწინებულ ბენეფიტებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევასა და უფასო სასაუბრო დრო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი.
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|