|
დასახელება:
ავტოსესხის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სალიზინგო კომპანია სითი
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსესხის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო ტერიტორია: რუსთავი, ავტობაზრობა "აუტო პაპა"
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
ანაზღაურება: 1200 (ერთი ათას ორასი) ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ავტოსესხის მენეჯერი რუსთავში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|