Робота для біженців з України
საინჟინროს სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინროს სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

ამჟამად ახალი, საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის ვეძებთ გამოცდილ საინჟინროს სუპერვაიზერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასტუმროს გახსნის წინა ოპერაციებში და უზრუნველყოფს ყველა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტექნიკური მოწყობილობის, გათბობის/გაგრილების სისტემების, ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საჭიროებისამებრ მათი ტექნიკური შეკეთება, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა
** პროექტის გეგმისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესრულების კონტროლი
** ინჟინრების, ტექნიკური პერსონალისა და კონტრაქტორების კოორდინაცია
** სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა სტანდარტებთან, ნორმებსა და რეგულაციებთან
** სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი ვადებისა და ბიუჯეტის ფარგლებში
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა
** ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
** ტექნიკური შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება საინჟინრო მიმართულებით
** მინიმუმ 2 -წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია სასტუმრო სფეროში)
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა სამუშაო დონეზე

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე