Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის ორ პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების მიღება/დარეგისტრირება
** შესაბამისი მომსახურების გაფორმება, გადამისამართება საჭირო სპეციალისტთან, საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო შეტყობინების უზრუნველყოფა სამედიცინო პორტალზე
** ყოველდღიური სალაროს წარმოება, და შიდა სისტემაში მონაცემების ასახვა, მოთხოვნის შემთხვევაში დასაფინანსებელი წინასწარი კალკულაციის შედგენა
** კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე ცვლილებების შესაბამისად სხვა მითითებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა
** ეთიკის ნორმების დაცვა როგორც ბენეფიციარებთან ისე დასაქმებულ პერსონალთან სუბორდინაციის გათვალისწინებით
** ენერგიული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ერთი სრული, ერთი ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთლო)

კანდიდატები, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hr@pmi.ge

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-რეგისტრატორი".

გაითვალისწინეთ რომ, თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შესაბამისად გაცნობებთ, რომ მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ან /და დარეზერვებული იქნება სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე