Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695376&print=yes&view=jobs
 
ავეჯის ხელოსანი - მცხეთა, ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ხელოსანი
მომწოდებელი: ნიუ კლასიკი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ნიუ კლასიკი" 2016 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯის წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.

"ნიუ კლასიკის" საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი.

შპს "ნიუ კლასიკი" აცხადებს მიღებას ავეჯის ხელოსნის ამწყობის პოზიციაზე, სამზარეულოს აწყობა მაღალი ანაზღაურებით.

მდებარეობა: მცხეთა, ნატახტარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ნახაზის გარჩევა;
** სხვადასხვა მექანიზმების და მასალის გამოყენებით ავეჯის აწყობა;
** საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა,
** სამუშაო პროცესში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
** დისციპლინა.

კომპანია გთავაზობთ: დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tamonapetvaridze@icloud.com
დაკავშირება და გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია