Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695370&print=yes&view=jobs
 
მოდის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის კონსულტანტი
მომწოდებელი: Zadig & Voltaire
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ფრანგული ბრენდის "Zadig&Voltaire"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია "Zadig&Voltaire Tbilisi" აცხადებას ვაკანსიას მოდის კონსულტანტის პოზიციაზე.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურეობის მაღალ სტანდარტებს. ადამიანებს ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს.

პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

** ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
** მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ფლობა;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეპციის შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@itc.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია