Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Skinothéque
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
შპს "Skinothéque Global" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრულ სამუშაო განაკვეთზე, თბილისში.

Skinothéque არის კანის მოვლის პრემიუმ პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში და სპეციალიზირებულია ესთეტიკური მედიცინის საინექციო საშუალებებზე.

Web: https://skinotheque.com/ka
Instagram: https://www.instagram.com/skinotheque.georgia/

გაყიდვების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი პროდუქტების პოპულარიზაციასა და პირისპირ გაყიდვაზე. ყოველდღიური ამოცანები მოიცავს გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებას, კლიენტებთან ბაზის მოძიებას, მათთან ურთიერთობის დამყარებას და გაყიდვების მიზნების მიღწევას.

ამ პოზიციაზე საჭიროა მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი მანქანა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის 37
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა დეტალურად, რათა მოხდეს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში
** პოტენციური მყიდველების მოძიება და გაყიდვების ზრდა
** პოტენციური მყიდველების/კლიენტების ბაზის წარმოება და მათთან სატელეფონო და პირადი შეხვედრები.
** პოტენციურ მყიდველებს, როგორიცაა საქართველოში არსებული ექიმები და კოსმეტოლოგები მიაწოდოს სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია პროდუციისა და მისი უპირატესობების შესახებ.
** უზუნველყოს შეკვეთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი ყოველდღიურად
** მოახდინოს პროდუქტის/პროდუქტების მიწოდება მომხმარებლებისათვის.
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

კვალიფიკაცია:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, Drive) ცოდნა;
** მინიმალური გამოცდილება გაყიდვებში (6 თვე), სასურველია კანის მოვლის, სილამაზის ან ჯანდაცვის ინდუსტრიებში.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თვლით რომ გაინტერესებთ ესთეტიკური მედიცინის სფერო და სიამოვნებით იმუშავებდით გაყიდვების მიმართულებით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ ფოსტაზე: info@skinotheque.com 5 თებერვლამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე