Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695363&print=yes&view=jobs
 
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში.

პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. #44
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
** საშუალო ანაზღაურება 1000 ლარიდან 1500 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესში ჩართულობა, გაყიდვების სტიმულირება
** პროდუქტზე ან მომსახურებაზე მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება.
** პოტენციური კლიენტების დაინტერესება პროდუქტის მიმართ.
** მომხმარებლისთვის პროდუქტის უპირატესობების ახსნა და საჭიროების მიხედვით შეთავაზება.
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, რათა შესრულდეს გაყიდვების გეგმები.
** ბრენდის პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა მომხმარებლებისთვის.
** ღონისძიებების, პრომო-აქციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზება, რომლებიც მიზნად ისახავენ პროდუქტის პოპულარიზაციას.
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პრომო-მატერიალის (ფლაიერები, ბროშურები, და სხვა) გავრცელება და მათი ეფექტური გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დალაგება;
** მაღაზიებში პროდუქციის სათანადო განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი პლანოგრამის დაცვით;
** პროდუქციის ფასის კონტროლი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ogelashvili@borungroup.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია