Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს რუსთავის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: რუსთავი, თოდრიას N11;
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1900 ლარი) + ₾ბონუსები გამოსაცდელი ვადის შემდეგ

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. ან დაგვიკავშირდით: 557 30 61 69

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე