Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695235&print=yes&view=jobs
 
პროექტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტანტი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"Insta" - ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.

ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.

წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.

ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: პროექტანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორატიული ნომერი;
** Fitpass

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომატიზაციის ფარების დაპროექტება: მართვის კარადების შიდა განლაგების, ელექტრული სქემების და სპეციფიკაციების მომზადება (EPLAN ან AutoCAD);
** AutoCAD-ის ნახაზების მომზადება: შენობის სართულებრივ გეგმებზე სენსორების, კონტროლერების და ქსელური კაბელების დატანება;
** წერტილების სიის შედგენა: სისტემაში შემავალი ყველა ციფრული და ანალოგური სიგნალის აღრიცხვა და მათი განაწილება კონტროლერებზე.
** კაბელების ჟურნალის წარმოება: საკონტროლო და კვების კაბელების ტიპების, სიგრძეებისა და მარკირების განსაზღვრა.
** სპეციფიკაციების (BOM) მომზადება: პროექტისთვის საჭირო მოწყობილობების (კონტროლერები, რელეები, კვების ბლოკები, დამცველები და სხვა) ზუსტი სიის შედგენა შესასყიდად.
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვა: ნახაზების შესაბამისობა IEC და ელექტროუსაფრთხოების მოქმედ ნორმებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამული უზრუნველყოფა: AutoCAD-ის სავალდებულო ცოდნა; EPLAN Electric P8 ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** განათლება: უმაღლესი ტექნიკური (ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა, ავტომატიკა ან მართვის სისტემები).
** ტექნიკური ცოდნა: დაბალი ძაბვის (LV) ელექტრული კომპონენტების ცოდნა. ავტომატიზაციის სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა. BMS არქიტექტურის ცოდნა (DDC კონტროლერები, I/O მოდულები, ქსელური სტრუქტურა).

პიროვნული უნარები: დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე ნახაზებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტანტი"

ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

ტელ.: + (995 32) 220-20-20;

ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია