Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695233&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს გამოცდილ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს მომხმარებლის საჭიროებების სწორად ამოცნობას, კლიენტებთან ეფექტური და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაყიდვების დინამიკის ზრდას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური გაყიდვების მართვა, პოტენციური კლიენტების კონსულტირება და მათი საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციების შეთავაზება;
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** სააგენტოებთან კომუნიკაცია და კორპორატიული პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
** ბიუჯეტის ანალიზი და კონტროლი ყოველთვიურ ბიუჯეტურ მიზნებთან შესაბამისობაში;
** კლიენტებთან გრძელვადიანი და ხარისხიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების მონაცემების მომზადება, მენეჯმენტისთვის რეპორტების წარდგენა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM, 1C, Fina, Opera PMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** თანამედროვე სამუშაო გარემოს
** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია