Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695171&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: შინაური
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
მაღაზიათა ქსელი შინაური აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, შინაურის გლდანის ფილიალში.

კომპანიის შესახებ:

"შინაური" 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ უწყვეტად ამარაგებს საქართველოში მოქმედ სავაჭრო ქსელებს, რესტორნებსა და სასტუმროებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი ღორის ხორცით.

2024 და 2025 წელს გაიხსნა "შინაურის" მაღაზიის სამი ფიალიალი თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო დაგეგმილია მაღაზიების გახსნა ბათუმსა და თბილისის 2 დამატებით უბანში. 2026 წელს ვგეგმავთ პროდუქტის დივერსიფიცირებასა და გეოგრაფიულ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, რომ შევქმნათ წარმატებული და ძლიერი სავაჭრო ქსელი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად მიაწვიდის პროდუქტს მომხმარებელს.

ჩვენ ვართ მზარდი, მაგრამ შეკრული გუნდი, რომელშიც ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს კომპანიაში თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ შრომა და ინიციატივები უნდა დაფასდეს და პროფესიული განვითარება უნდა წახალისდეს. ჩვენი მენეჯმენტი ყოველთვის მზადაა თანამშრომლების მოსასმენად, კოლეგები კი მხარდასაჭერად.

თუ ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ძალისხმევა და ინიციატივები დაფასდება, ხოლო თქვენი ზრდა პრიორიტეტი იქნება, შემოგვიერთდით, ერთად გავიზარდოთ!

მაღაზიის პროფილი: ნედლი ხორცის, ხორც-პროდუქტებისა და ჯანსაღი სურსათ-სანოვაგის მაღაზია.

შეთავაზება:

სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:00 სთ - 21:00 სთ.
ანაზღაურება: დარიცხული 1, 300 ლარი (გადასახადების და საპენსიოს გარეშე, ხელზე ასაღები 1, 000 ლარი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** პროდუქციის მიღება, დახარისხება, აღწერა, ნაშთების მართვა და ახალი შეკვეთის გაფორმება - რაოდენობრივად მცირეა, რადგან მაღაზია ძირითადად ხორცის და ხორც-პროდუქტების გაყიდვაზეა ორიენტირებული, რასაც ხორცის სპეციალისტი უზრუნველყოფს.
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა

კვალიფიკაცია:

** მაღაზიაში მოლარე/ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება.
** გაყიდვების და სასაწყობე პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია/თუმცა არა აუცილებელი: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას მეილზე - meatstock2025@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია