Робота для біженців з України
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Brunch By Gastronome
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Fina -ს პროგრამაში პროდუქციის მიღება ადგილობრივი მომწოდებლებისგან;
** შეკვეთების ჩაწერა, დამუშავება და კორექტირება;
** მყიდველებისგან და ფილიალებიდან საქონლის დაბრუნების პროგრამული უზრუნველყოფა;
** პროგრამული ჩამოწერების წარმოება;
** პროგრამული ნაშთების კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად;
** ფინას და rs.ის შესაბამისობის კონტროლი ;
** შესყიდვების პროგრამული დაფიქსირება და სისწორის კონტროლი;
** საბითუმო და საცალო რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების გაწერა, კორექტირება და გაუქმება;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დავალებების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Fina-ს პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება .
** მინიმუმ ერთი უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარები:

** დროის მენეჯმენტი;
** დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე