Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695154&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომწოდებლების შერჩევა/მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
** მომწოდებლების ანალიზი, შესყიდული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების მიხედვით;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით;
** გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** მარაგების მონიტორინგი და მოთხოვნების პროგნოზირება დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით;
** პროდუქციის ტრანსპორტირების ვადების მონიტორინგი და კონტროლი;
** ბრენდების შედარება ხარისხისა და ფასების მიხედვით, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პროდუქციის ფასების მონიტორინგი და კონტროლი ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლების ბაზის ფორმირება და რეგულარულად განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია, გათბობა-გაგრილების და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია