|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
PureLine
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "PureLine" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე სამრეწველო სამრეცხაოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, East Point-ის მიმდებარე ტერიტორია
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (დეტალები შეთანხმდება გასაუბრებისას);
** დასვენების დღე: კვირაში 1 დღე შეთანხმებით;
** ანაზღაურება: 1, 750 ლარი (გროსი);
** ზედმეტი სამუშაო საათების კონკურენტული ანაზღაურება;
** სტაბილური, გრძელვადიანი დასაქმება.
ძირითადი მოვალეობები:
** სარეცხი ნივთების ტრანსპორტირება კლიენტებსა და სამრეცხაოს შორის;
** სარეცხი ნივთების ჩატვირთვა და დაცლა (საჭიროების შემთხვევაში გუნდის მხარდაჭერით);
** მარშრუტის მიხედვით დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება საჭიროების შემთხვევაში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ფრთხილი და უსაფრთხო მართვის სტილი;
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა.
მოთხოვნები:
** მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად ტრენინგს.
კომპანიის შესახებ:
შპს "PureLine" თბილისში ხსნის თანამედროვე სამრეწველო სამრეცხაოს. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, პროფესიონალური დანადგარებისა და მკაცრი ჰიგიენის სტანდარტების გამოყენებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: office@pureline.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მძღოლი"
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 49 03 28
|
|
|
|