|
დასახელება:
გაყიდვების აგენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია, ქ. თბილისში, ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან გაყიდვების აგენტს, რომელიც იმუშავებს სუვენირული და საკანცელარიო პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის აქტიური გაყიდვა
** მომხმარებელთა ქსელის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოძიება, მოზიდვა
** არსებული მომხმარებლების მართვა და მათთან ურთიერთობის განვითარება
** შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
** პროდუქციის პრეზენტაცია და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** მომხმარებლებთან არსებული ნაშთების ყოველთვიური აღწერა და კონტროლი
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესის მართვა (მიწოდების პროცესის კონტროლი, რაოდენობებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისობა)
** გაყიდვების პროცესის კონტროლი და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის კარგი უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
პირობები:
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სრული სამუშაო დღე
** 1 დღე - ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება:
** პირველი 2 თვე - 1200 ლარი
** 2 თვის შემდეგ 1600 ლარი + გამომუშავებადი ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
** შედეგზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელ ფოსტაზე: welovegeorgiallc@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი".
გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» (ს.ნ: 445502616) მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს «ვი ლავ ჯორჯია» დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას!
|
|
|
|