Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695122&print=yes&view=jobs
 
სამრეწველო სამრეცხაოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამრეწველო სამრეცხაოს თანამშრომელი
მომწოდებელი: PureLine
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "PureLine" აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო სამრეცხაოს თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, East Point-ის მიმდებარე ტერიტორია

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა (დეტალები შეთანხმდება გასაუბრებისას);
** დასვენების დღეები შეთანხმებით;
** ანაზღაურება: 1, 500 ლარი (გროსი);
** ზედმეტი სამუშაო საათების კონკურენტული ანაზღაურება;
** კომპანიის მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბარათის დაფინანსება;
** სტაბილური, გრძელვადიანი დასაქმება.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეცხი ნივთების დახარისხება ტიპისა და რეცხვის მოთხოვნების მიხედვით;
** სამრეწველო სარეცხი და საშრობი დანადგარების ჩატვირთვა და დაცლა;
** სარეცხი ნივთების დაკეცვა, შეფუთვა და მიწოდებისთვის მომზადება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სამრეცხაოს პროცესთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** სწავლის სურვილი (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის).

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად ტრენინგს.

კომპანიის შესახებ:

შპს "PureLine" თბილისში ხსნის თანამედროვე სამრეწველო სამრეცხაოს. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, პროფესიონალური დანადგარებისა და მკაცრი ჰიგიენის სტანდარტების გამოყენებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: office@pureline.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სამრეცხაოს თანამშრომელი"

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 49 03 28
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია