|
დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი - დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
Pine Tree International
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელების მომარაგების მიზნით მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე;
მოვალეობები:
** გაყიდვების განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
** განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე;
** ობიექტზე პროდუქციის დროული შეტანა და შესაბამისი დოკუმენტური გაფორმება;
** ფულის მიღება ობიექტებისგან და კომპანიის ანგარიშზე შეტანა დადგენილ ვადებში;
პასუხისმგებლობა: დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
კვალიფიკაცია:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია პროდუქტების გაყიდვების ტექნიკის ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
2026 წლის აპრილის თვიდან პროდუქციის მომარაგება განხორციელდება ქ. ბათუმში მდებარე საწყობიდან.
აუცილებელია, რომ კანდიდატი ცხოვრობდეს აჭარის რეგიონში.
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურება - 1300 ლარი (ნეტი);
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.
პროდუქციის მიწოდების რეგიონი - აჭარა
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 5 თებერვალი, 2026.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ "ფაინ თრი ინთერნეიშენალ"-ი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|