Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალფორმი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "მეტალფორმი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + მომდევნო თვეებში ბონუსი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** ადგილმდებარეობა: იუნკერ შალვა ერისთავის ქუჩა, დიღმის მასივი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ინდივიდუალურად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: metalforminfo@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე