Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695097&print=yes&view=jobs
 
დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: 2GIS
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"2გის"-თბილისი, ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. კომპანია ქალაქის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ახორციელებს კარტოგრაფიულ და საინფორმაციო-საძიებო სერვისს ქალაქის მასშტაბით. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში.

კომპანიის მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გაუმარტივოს გზამკვლევის პროცესი და მაქსიმალური სიზუსტით მიაწოდოს სრული ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურების სფეროზე, რაც ამავდროულად საშუალებას აძლევს კომპანიებს განავითარონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და მიიპყრონ მეტი ყურადღება.

შპს "2გის-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით.

პოზიციის შესახებ

დირექტორის მოადგილე კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით არის საკვანძო მენეჯერული რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის მართვაზე, მონაცემთა ხარისხზე, საწარმოო პროცესების ეფექტიანობაზე, კლიენტურ გამოცდილებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.
პოზიცია ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ფილიალის ხელმძღვანელობასთან, ასევე მმართველი კომპანიის წარმოების დირექტორთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი + KPI
** სტაბილურ სამუშაოს საერთაშორისო კომპანიაში;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მონაწილეობას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში;
** კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებში მონაწილეობას

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გუნდის საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა და ვადების მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შერჩევაში, ადაპტაციაში და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა ჩართულობისა და eNPS (Employee Net Promoter Score) ინდექსის ზრდაზე ზრუნვა;
** დეპარტამენტის პროცესებისა და სტანდარტების სრულყოფილად ცოდნა;
** შიდა აუდიტების, საველე შემოწმებებისა და ხარისხის მონიტორინგის ჩატარება;
** შიდა და გუნდთაშორისი ტრენინგების ორგანიზება;
** მონაცემთა სიზუსტის, სანდოობისა და აქტუალობის უზრუნველყოფა;
** ხარისხის მაჩვენებლების ანალიზი და საჭირო კორექტივების განხორციელება;
** გარე პარტნიორებთან, სახელმწიფო და ბიზნეს სტრუქტურებთან ურთიერთობების განვითარება;
** მომიჯნავე დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** საწარმოო და ფუნქციური საკითხების ეფექტიანი გადაწყვეტა;
** ბიზნეს-პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ინდუსტრიული ტენდენციების მონიტორინგი და პრაქტიკაში დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** კრეატიული, სტრატეგიული აზროვნება და ლიდერული უნარი;
** განვითარებული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პერსონალის შერჩევისა და განვითარების გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების უნარი;
** საოფისე პროგრამების ფლობა.

თუ გსურთ გახდეთ "2გის-თბილისი"-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული თანამედროვე პროდუქტების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@tbilisi.2gis.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია