Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695090&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Plus One
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ვეძებთ მოტივირებულ და აქტიურ გაყიდვების წარმომადგენელს (HoReCa/ტურიზმი/ივენთები), რომლის მთავარი ამოცანა იქნება კაფის ცნობადობის გაზრდა, სტუმრების მოზიდვა და გაყიდვების განვითარება B2B და B2C მიმართულებით. პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპ ეტაპზე მყოფი კაფისთვის და მოითხოვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული და გიდების მიმართულება
** ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და გიდების მოძიება
** ტურისტული ბაზების ჩამოყალიბება და კონტაქტების სისტემატიზაცია
** გიდებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის შეთანხმებების ინიცირება
** ტურისტული ჯგუფების და ინდივიდუალური ვიზიტორების მოზიდვა
** სასტუმროებთან თანამშრომლობა
** სასტუმროების ბაზის მოძიება და კომუნიკაცია
** ფლაერების, პრეზენტაციების ან შეთავაზებების მიწოდება
** პარტნიორული თანამშრომლობის მოდელების შემუშავება (რეკომენდაციები, კომისიები და ა.შ.)
** ივენთები და კერძო ღონისძიებები
** 10-15 კაციანი ჯგუფური ვახშმების (group dinner/private dinner) მოძიება და ორგანიზება
** კერძო შეკვეთების კომუნიკაცია (მენიუ, ფასები, დეტალები)
** ივენთების კოორდინაცია კაფის შიდა გუნდთან
** კორპორატიული გაყიდვები
** კომპანიის სივრცის გაყიდვა კორპორატიული ღონისძიებებისთვის (შეხვედრები, პრეზენტაციები, გუნდის შეკრებები, მცირე ივენთები)
** კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაცია და შეთავაზებების მომზადება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ და საჭირო უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების, მარკეტინგის ან ბიზნეს განვითარების გამოცდილება (HoReCa ან Events სფეროში)
** აქტიური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის და ინიციატივის აღების უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური - სავალდებულო
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (Email, Excel/Google Sheets, პრეზენტაციები)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტარტაპ გარემოში განვითარების შესაძლებლობას
** გავლენიან როლს კაფის განვითარებაში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს მოზიდული გაყიდვებიდან
** პროფესიული ზრდისა და ქსელის გაფართოების შესაძლებლობას

თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ თანამედროვე და შემოქმედებითი გუნდის ნაწილი - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: plusonetbs@gmail.com - საგანში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 592256111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია