|
დასახელება:
ტყავის რესტავრატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 19 იანვარი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
ვის ვეძებთ:
ვეძებთ მხატვრებს, ხელოვანებს და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანებს, ვისაც აქვს ხელის სიზუსტე, ესთეტიკური გემოვნება და სურვილი, ისწავლოს მაღალ ანაზღაურებადი პროფესია. რესტავრაციის გამოცდილება სავალდებულო არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით.
ვაკანსია: ტყავის რესტავრატორი (სტაჟიორი / სწავლება ადგილზე)
სფერო: ძვირადღირებული ფეხსაცმლისა და ჩანთების რესტავრაცია
ლოკაცია: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 10
სწავლების პერიოდში ანაზღაურება: 800 ლარი
სწავლის პერიოდი: 1-3 თვე
სწავლის შემდგომ ანაზღაურება - 1500-2500 ლ
რას გააკეთებთ:
** ძვირფასი ფეხსაცმლისა და ჩანთების რესტავრაციის სწავლება პრაქტიკაში ევროპული ტექნოლოგიით (Saphir, Tarrago, Colourlock, Alberti Angelo)
** ანილინ (ნაპა) ტყავის რესტავრაცია, რეპტილიის ტყავის რესტავრაცია, ზამშის და ნუბუკის რესტავრაცია, გლუვი ტყავის რესტავრაცია
** ფერების შეზავება 100% სიზუსტით.
** მცირე დაზიანებების აღდგენა, კოსმეტიკური კორექცია, დეტალების გაწმენდა და დამუშავება.
მოთხოვნები:
** ხელოვნების/ხატვის/დიზაინის ან ხელსაქმის გამოცდილება — დიდი უპირატესობა.
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და მოთმინება (ეს საქმიანობა არის "ზუსტი ხელობა", არა სწრაფი წარმოება).
** სურვილი, რომ ისწავლოთ და იმუშაოთ რეგლამენტით.
** მოწესრიგებულობა და ნივთებისადმი მაქსიმალური სიფრთხილე.
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებადი და იშვიათი პროფესიის სწავლება ადგილზე — პრაქტიკული მეთოდით.
** ევროპული სერტიფიკატი
** 800 ლარი სწავლის პერიოდში.
** ზრდის პერსპექტივა: სწავლის დასრულების შემდეგ ანაზღაურება იზრდება უნარის დონესა და ხარისხზე დაყრდნობით.
გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: irakli.bagoshvili@gmail.com
|
|
|
|