Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695075&print=yes&view=jobs
 
გამყვანი ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 19 იანვარი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მზად არის გახდეს ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შემუშავება, დაგეგმვა და გაყიდვა;
** მომხმარებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია (სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა);
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამყვან ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შემომყვან ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ტურისტულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** მომხმარებლებთან მუშაობისა და მომსახურების გამოცდილება;
** ტურისტული პროდუქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; 11:00-19:00; შაბათი 10:00-17:00.
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (ხელზე ასაღები, ფიქსირებული) + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@frenebi.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია