|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი მაჩაბელი
|
|
გამოქვეყნდა: 19 იანვარი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
"Matchabeli" - რესტორანი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ივანე მაჩაბლის 6 ნომერში, ეძებს გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე.
პირობები:
** ჯანსაღი, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
** მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
** კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
** 9 საათიანი ცვლა;
** საწყისი ანაზღაურება 1200 ლარიდან.
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** ადმინისტრატორებთან, სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდებისა და დახლების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "მაჩაბელი"_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: Matchabelirestaurant@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|