|
დასახელება:
AI კონტენტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
SlaySong
|
|
გამოქვეყნდა: 19 იანვარი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
კომპანია "SlaySong"-ი აცხადებს ვაკანსიას AI კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
"SlaySong" არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ პერსონალურ სიმღერებს.
კომპანია ოპერირებს აშშ-ში და ევროპის 7 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** AI-ის დახმარებით სარეკლამო ვიდეოების შექმნა და მონტაჟი;
** ვიდეო, აუდიო და ვიზუალური მასალის გენერირება AI ინსტრუმენტებით;
** მოკლე ფორმატის კონტენტის შექმნა (Reels, TikTok, Shorts);
** კონტენტის ოპტიმიზაცია მარკეტინგული მიზნებისთვის;
** ახალი AI ინსტრუმენტების ტესტირება და დანერგვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** AI ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი პრაქტიკული ცოდნა
** მიმართულებები: Lip Sync, Text/Image to Video, Text to Image
** კრეატიული ხედვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სასურველი გამოცდილება:
** სოციალური მედიის ალგორითმების საბაზისო ცოდნა;
** მონტაჟის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო პროცესში გამოყენების დონეზე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: info@slaysong.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "AI კონტენტ მენეჯერი".
"კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ
შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|