Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გოთიკა
გამოქვეყნდა: 19 იანვარი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
მოწინავე ქართული კომპანია "გოთიკა" რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ფორმის, სისქის და ფერის, ტროტუარის, ფასადის ინტერიერის, ეზოსა და სკვერების მოსაპირკეთებელ ფილებისა და საფასადე ბლოკებს, სხვადასხვა ზომის ბეტონის და პემზის სამშენებლო ბლოკებს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება.

ძირითადი უნარები:

** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;
** გრაფიკში არსებული დებიტორების გადახდების კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;
** პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;
** ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი;
** მიზანდასახული;
** ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** შრომითი ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე % რეალურად ყველა პირობის და გეგმის შესრულების შემთხვევაში 4000+

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "გოთიკამ"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: gotikainbox@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ნომერი: +995 596 89 90 90
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე