Робота для біженців з України
მასაჟისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: ესთეტიკური მედიცინის კლინიკა ელლე
გამოქვეყნდა: 19 იანვარი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
ესთეტიკური მედიცინის კლინიკა "ელლე/Elle" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. №1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ესთეტიკურ კლინიკაში ან სპა/ველნეს ცენტრში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მასაჟის მიმართულებით;
** სხვადასხვა ტიპის მასაჟის ჩატარების გამოცდილება (რელაქსაცია, სამკურნალო, ანტიცელულიტური, ლიმფოდრენაჟი და სხვ.);
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კოლეგიალობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:
info@elleaesthetics.com.ge. ელფოსტის სათაურის ველში ("Subject ") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მასაჟისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე