Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695024&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გრანთ თორნთონ
გამოქვეყნდა: 19 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების ვერიფიკაცია, კომპილაცია, გადახედვა, კონტროლი და სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
** მონაცემთა სიზუსტის, სისრულისა და ოპერაციების სწორი კლასიფიკაციის ზედამხედველობა IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების, მათ შორის კომპანიათაშორისი ნაშთების, მუდმივი მონიტორინგი და შეჯერება;
** თვის და წლის ბოლოს დახურვის პროცედურების კონტროლი, სათანადო დარიცხვების, რეზერვებისა და რეკონსილაციის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, განხილვა და წარდგენა, მათ შორის დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და წლიური ქონების გადასახადი;
** საპენსიო ფონდის ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემთა მომზადებისა და წარდგენის ზედამხედველობა;
** ფისკალურ/საგადასახადო ინსპექციებთან კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ შესაბამისი დოკუმენტების მიწოდება გარე/შიდა აუდიტორებისთვის;
** IFRS-ზე დაფუძნებული აღიარების, შეფასებისა და გამჟღავნების მოთხოვნების ხელმძღვანელობისა და კორექტირების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით);
** IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიის/სფეროს მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.

ხელფასი: 2500 - 3500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: მთავარი ბუღალტერი

კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 თებერვალი 2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია