Робота для біженців з України
გენერალური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: სამშენებლო მოლი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სამშენებლო მოლი აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** სამშენებლო მოლის ფინანსური და კომერციული საქმიანობის ეფექტური მართვა;
** გაყიდვების, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
** ბიზნესპროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა;
** სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა, მოტივაცია და ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
** პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვა;
** ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება (სასურველია სამშენებლო, საცალო ვაჭრობის ან მოლების მართვის სფეროში);
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და ბიუჯეტთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული თვისებები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და ეფექტური გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლში საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: info.constructionmall@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "გენერალური დირექტორი" (სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება).

პერსონალური მონაცემების დაცვა
სამშენებლო მოლი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით და გამოყენებული იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე