Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694966&print=yes&view=jobs
 
საბაჟო დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო დეკლარანტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"Kontakt" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც საბაჟო მიმართულების სპეციალისტი, შენ უზრუნველყოფ იმპორტის საბაჟო პროცედურების სრული ციკლის ეფექტურ მართვას, დეკლარაციების უტყუარობასა და ტვირთების დროულ განბაჟებას კანონმდებლობის სრული დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტის საბაჟო დეკლარაციების (მათ შორის წინასწარი და არაწინასწარი) ოპერატიული და ზუსტი მომზადება ASYCUDA სისტემაში;
** იმპორტის პროცედურებისთვის საჭირო თანმხლები დოკუმენტაციის სრულფასოვანი შემოწმება და შესაბამისობის დადგენა;
** საჭირო ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების დროული იდენტიფიცირება და მომზადება;
** საბაჟო ორგანოებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობის წარმართვა;
** სატრანსპორტო და ლოჯისტიკის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაცია პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
** საბაჟო რეგულაციების, ტარიფებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა ან მონათესავე დარგი);
** გაქვს საბაჟო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
** სრულფასოვნად ფლობ ASYCUDA სისტემას;
** გაქვს საბაჟო კოდექსისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** ფლობ საოფისე პროგრამებს (MS Office) მაღალ დონეზე;
** ფლობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს (სავალდებულო);
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და გაქვს დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** საუკეთესო გრაფიკი: სტანდარტული სამუშაო გრაფიკი 09:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება);
** ფინანსური მოტივაცია: კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "საბაჟო დეკლარანტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2026

წარმატებებს გისურვებთ!

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია