"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
საშუალო ანაზღაურება: 1200-1500
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა
აუცილებელი მოთხოვნა:
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** Fashion ან მომიჯნავე მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება;
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის შეთავაზებების აქტიური გაზიარება, კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის მოვლა;
** გასახდელის მონიტორინგი;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|