Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: LGG
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
თუ ხარ წარმოების მიმართულებით გამოცდილი მთავარი ბუღალტერი, რომელიც კარგად ფლობს ექსელს, ორისს და ბალანსს - შეავსე განაცხადი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე!

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 4000-5000 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, (4 თვეში რელოკაცია წეროვანში)
** ინდუსტრია: წარმოება
** სამუშაო ფორმატი: საოფისე
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ორშ- პარ 10:00-19:00

რა იქნება შენი საქმიანობა:

ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:

** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** ხარჯების აღრიცხვა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** საგადასახადო აღრიცხვა: ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის:
** ფულადი გადარიცხვების წარმოება
** სალაროს ოპერაციების კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა

ასევე:

** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
** წარმოების თვითღირებულების (costing) დათვლა და ანალიზი
** ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი
** ბუღალტრული დოკუმენტბრუნვისა და ინფორმაციის დამუშავების კონტროლი
** თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (Payroll) აღრიცხვა და კონტროლი
** თვის, კვარტლის და წლის დახურვები, მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS for SMEs ან IFRS-ის მიხედვით
** აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
** ERP/ბუღალტრული პროგრამების დანერგვაში მონაწილეობა: მოთხოვნების აღწერა, ტესტირება, პროცესების ოპტიმიზაცია
** შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
** თანამშრომელთა კონსულტირება ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების ფარგლებში

გაგვიხარდება, თუ გაქვს:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, აქედან მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
** საწარმოო მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება (თვითღირებულება/მარაგები/წარმოება)
** პროგრამის დანერგვაში გამოცდილება (ERP/ბუღალტრული პროგრამა)
** პროგრამა Balance ან 1C მუშაობის გამოცდილება
უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საქართველო საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა

თუ ამ ვაკანსიაში შენი თავი ამოიცანი, შეავსე განაცხადი: https://forms.office.com/e/JmSwPPGv7r

აპლიკაციის შევსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ელ-ჯი-ჯიმ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე