Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: HR Space
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
პოლიგრაფიული საწარმო აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30-მდე
** ანაზღაურება: 1150 ლარი (ფიქსირებული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ფიზიკური მზაობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული მასალის ჩამოტვირთვა და საწყობში შესაბამისი წესით განლაგება;
** წარმოებიდან დასრულებული პროდუქციის საწყობში მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებებში გადანაწილება;
** შეკვეთილი მზა პროდუქციის მიწოდებისთვის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
** ნედლეულის წარმოებისთვის მიწოდება და დასაწყობება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: kh.kulua@hrspace.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ედვაიზისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე