Робота для біженців з України
კვლევის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვლევის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ACT Research
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
მარკეტინგული კვლევითი კომპანია "ეისითი კვლევა" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ანალიტიკოსის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე პასუხისმგებლობა მოიცავს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას, მონაცემების სისტემურ ანალიზს და ანალიტიკური ანგარიშებისა და ქმედითი ინსაიტების მომზადებას, რომლებიც კლიენტებს მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვაში დაეხმარება.

დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)

პოზიციის ძირითადი საქმიანობა

პოზიციის მიზანი მოიცავს კლიენტის ბიზნეს-ამოცანების კვლევით ამოცანებად გარდაქმნას, შესაბამისი კვლევის დიზაინისა და ინსტრუმენტების შემუშავებას და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ემყარება მონაცემებს. მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსის როლი არის კლიენტებისთვის მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული არჩევანისა და პრაქტიკული ნაბიჯების მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების განვითარებასა და ზრდას.

კერძოდ:

** კლიენტებთან მჭიდრო თანამუშაობა, რათა გაიგოთ მათი ბიზნეს-ამოცანები და კვლევის მოთხოვნები;
** კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული კვლევის წინადადებების გაწერა, რომელიც მოიცავს კვლევის დიზაინს, მეთოდოლოგიას და ვადებს.
** ისეთი თვისებრივი კვლევითი პროექტების მართვა, როგორიცაა ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები და ეთნოგრაფიული კვლევები;
** ისეთი რაოდენობრივი კვლევების მართვა, როგორიცაა სატელეფონო, ონლაინ, პირისპირ გამოკითხვები;
** პროექტული გუნდის წევრების (შიდა გუნდები - სტატისტიკოსები, საველე სამუშაოების მენეჯერები, სხვ) ინფორმირება და კოორდინაცია კვლევის შეუფერხებლად ჩატარებისთვის;
** პროექტის ხარისხიანი შესრულება დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში.
** კლიენტის ამოცანების გათვალისწინებით, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება;
** თვისებრივი მონაცემების ანალიზი, სამომხმარებლო ქცევის, დამოკიდებულებებისა და მოტივაციების შესახებ სიღრმისეული ინსაიტების გენერირებისთვის;
** სტატისტიკური მონაცემების გარჩევა და ანალიზი, ძირითადი სამომხმარებლო ტენდენციების აღწერისა და ახსნისთვის;
** მეორადი მონაცემების კვლევა სხვადასხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან, რითიც მოხდება კვლევის პირველადი მონაცემების შევსება და / ან კონტექსტის უკეთ გაგება.
** კვლევის შედეგების დეტალური ანგარიშის მომზადება, ისე რომ იყოს მარტივად აღსაქმელი და ზუსტად პასუხობდეს კლიენტის ამოცანებს;
** კვლევის შედეგების ვიზუალიზაცია კლიენტისთვის სასურველ (მარტივად აღქმად) ფორმატში;
** კვლევის მთავარი ინსაიტებისა და რეკომენდაციების მომზადება პრეზენტაციის სახით და მათი კლიენტთან წარდგენა;
** კლიენტის მხარდაჭერა კვლევის ინსაიტების საფუძველზე ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა
** კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
** თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგული / სოციოლოგიური კვლევების ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გამართულად წერის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროექტების მართვის უნარი

ეისითი კვლევა (ACTR) არის წამყვანი მარკეტინგული კვლევითი კომპანია, რომელიც გლობალური მასშტაბით ოპერირებს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში. ACTR სპეციალიზებულია მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკაში, სტრატეგიულ კვლევებსა და თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებში.
ACTR-ში 20 წელზე მეტია ვიკვლევთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ინდუსტრიასა და ბაზარს, ვაგროვებთ ისტორიულ მონაცემებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ტენდენციები, ავხსნათ ბაზრის, ბრენდისა თუ მომხმარებლის ქცევის დინამიკა და გავაკეთოთ სანდო პროგნოზები. ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში დაგროვებული კომპეტენცია კი გვეხმარება მონაცემები გარდავქმნათ ღირებულ ინსაიტებადა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებად, რომლებიც რეალურ შედეგებს იძლევა.

სრული ინფორმაციისთვის: https://actresearch-global.com/

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე