Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს სტუმრების მომსახურების დეპარტამენტში ბელბოის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტურმებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
** ინგლისურ ენაზე კარგი კომუნიკაციის უნარებს

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე