|
დასახელება:
კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
დამატებითი ბენეფიტი: ფიტპასის, VITA ჯანდაცვის ბარათის და ტექნიკის მაღაზიის ფასდაკლებები.
ძირითადი მოვალეობები:
** საკონდიტრო და საცხობი ტექნოლოგიების სრულფასოვნად ცოდნა;
** საკონდიტრო პროდუქციის მომზადება დამტკიცებული საკალკულაციო ბარათების მიხედვით, გაფორმება და მიწოდება სტუმართათვის ხარისხისა (გემო-კვების და ვიზუალური თვალსაზრისით) და დროის სტანდარტის ზედმიწევნით დაცვით;
** საკონდიტრო პროდუქციის მოსამზადებლად შეძენილი ნედლეულის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** საკონდიტრო პროდუქციის დამუშავებისა და შენახვის პირობების ზედმიწევნითი დაცვა;
** სამზარეულოში ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნითი დაცვა;
** სამზარეულოს ტექნიკასა და მოწყობილობებზე ზრუნვა, მათი ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** გარეგნული იერ-სახის, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
პროფესიული მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა (სასურველია).
პერსონალური მოთხოვნები:
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: vacancy@sevsamora.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16.02.2026
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|