Робота для біженців з України
ელექტროობა/სუსტი დენების ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროობა/სუსტი დენების ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა/ სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე. (Senior Engineer) ქ.ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

ელექტრო და სუსტი დენების ინჟინრის ძირითადი მოვალეობები:

პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:

** ელექტრო და სუსტი დენების სისტემების (ELV) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** ნახაზების კორექტირება ტექნიკური დავალებებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროექტის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის — სქემების, სპეციფიკაციების, BOQ-ის — შედგენა და განახლება
** ნახაზებზე სწორი ტექნიკური მონაცემების დატანა (Load schedule, single line diagrams, device layout და სხვ.)
** ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა
** მჭიდრო კომუნიკაცია HVAC, Plumbing, Fire Life Safety, Architectural და Structural გუნდებთან
** პროექტის კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება

სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა:

** სამუშაოების გადაცემა/მითითება საინსტალაციო ჯგუფისთვის და პროცესის მონიტორინგი
** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზებისა და სპეციფიკაციების მიხედვით
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და მიღება-ჩაბარება
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული მოგვარება

ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:

** ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა პროექტირების და მონტაჟის ეტაპებზე
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ
** პროექტის ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება

სხვა დავალებები:

** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება (აუცილებლობის შემთხვევაში)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტროობის ან ტექნიკური განხრით
** AUTOCAD-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია REVIT-ის ცოდნა)
** ანალოგიურ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (3 დან-5 წლამდე)
** ინგლისური (საკომუნიკაციო დონე) ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)

პროფესიული უნარები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწავლის სურვილი და უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** მოტივირებული
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლიანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი -10:00-19:00; 09.00-18:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე