Робота для біженців з України
რეზერვაციების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
სასტუმრო "Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების თანმშრომლის პოზიციაზე

რეზერვაციების თანამშრომლის მოვალეობები:

** ჯავშნების მიღება სტუმრის მოთხოვნების მიხედვით
** ბრენდთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციის წარმოება
** B2B და B2C სისტემების მართვა და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** გაუქმებული რეზერვაციების მართვა სასტუმროს პოლიტიკის მიხედვით
** გაყიდვების დირექტორთან ერთად სასტუმროს ოთახებისა და ჯგუფური ტარიფის პარამეტრების განსაზღვრა და სისტემაში ასახვა
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება (ფუნქციის ფარგლებში და სასტუმროს საჭიროებიდან გამომდინარე)

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტური გადანაწილების უნარი

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე