Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ეისითი გლობალი" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს ACT Global-ისა და მისი ქვებრენდების - ACT Research და ACT Institute - ციფრული კომუნიკაცია და ბრენდის სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა.

პოზიცია: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)

პოზიციის ძირითადი საქმიანობა:

** ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი საქმიანობაა კომპანიის სამივე ქვებრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული დაგეგმვა და ყოველდღიური მართვა, მათ შორის ვებგვერდების ადმინისტრირება, ციფრული კამპანიების აღსრულება, შედეგების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი.
** პოზიცია მოიცავს ციფრული კომუნიკაციის ყველა ეტაპის კოორდინაციას — კონტენტის განთავსებიდან და ციფრული კამპანიებიდან დაწყებული, შედეგების ანალიზითა და ოპტიმიზაციით დასრულებული — და ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას შიდა გუნდებთან, რომლებიც ქმნიან პროფესიულ და თემატურ კონტენტს.

კერძოდ:

** გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების დიზაინი კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში.
** გზავნილების არქიტექტურის შექმნა — სამიზნე აუდიტორიების მიხედვით.
** კომპანიის ვებგვერდებისა და ქვებრენდების ვებგვერდების ადმინისტრირება, კონტენტის განახლება/შეყვანა და SEO ოპტიმიზაცია.
** იმეილ მარკეტინგის დაგეგმვა და მართვა - ნიუსლეთერების გაგზავნის კოორდინაცია და შედეგების ანალიზი.
** კონტენტ კალენდარის მართვა და შიდა გუნდებთან კოორდინაცია ციფრული აქტივობების დროულად განსახორციელებლად.
** ACT Global-ისა და ქვებრენდების ტონალობის, ვიზუალური სტილისა და იდენტობის განვითარების მხარდაჭერა (შიდა გუნდთან კოორდინაციით).
** ბრენდის კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა ციფრულ არხებში და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების ინიცირება.
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება (Meta, LinkedIn, YouTube და სხვ.) - კონტენტის განთავსება, შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია.
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება და შედეგების ანალიზი (Google Ads, Meta Ads, GA4 და სხვა).
** თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა ციფრულ არხებში.
** კამპანიების და არხების KPI-ების განსაზღვრა და რეგულარული შეფასება.
** შედეგებზე დაფუძნებული ციფრული საკომუნიკაციო მართვის მოდელის დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან დაკავშირებული მიმართულებით.
** ვებგვერდების მართვის გამოცდილება (სასურველია სასურველია Laravel-ზე შექმნილ ვებგვერდებთან და WordPress-ის ან სხვა CMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება).
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Ads, Meta Ads, Google Analytics, SEO/SEM).
** იმეილ მარკეტინგის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Mailchimp / Brevo / HubSpot / Mail Merge ან მსგავსი).
** ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ინგლისური — C1 ან უფრო მაღალი დონე).
** პრეზენტაციის და ვიზუალური კომუნიკაციის უნარები.
** პროექტებისა და გუნდური პროცესების მართვის გამოცდილება.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
** სასურველია გამოცდილება საერთაშორისო ან საკონსულტაციო კომპანიის გარემოში.
** B2B მარკეტინგის გამოცდილება (სასურველია კონსალტინგის / კვლევის / განათლების მიმართულებით).

უნარები:

** სტრატეგიული და სისტემური აზროვნება.
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
** ინოვაციურობა და ციფრული ტრენდების სწრაფი ათვისების უნარი.
** თვითორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.
** მოქნილი და ეფექტური თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გუნდებთან.
** ანალიტიკური მიდგომა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

ეისითი გლობალი მენეჯმენტის და განვითარების საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com და მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე