|
დასახელება:
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ილიანი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
სასტუმრო "ილიანი" იწვევს ენერგიულ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკანსია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობისა და სწავლის შეთავსება.
ვაკანსია: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 3-4 ღამე (საღამოს -18:00 დან - დილის 09:30-მდე);
** ანაზღაურება: 600-800 ლარი თვეში (ხელზე ასაღები) + ჩაი;
** გარემო: მშვიდი და მყუდრო სამუშაო პირობები, თავისუფალი დროის სწავლისთვის გამოყენების შესაძლებლობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ფლობა (თავისუფალი საუბარი);
** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ფლობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, სამუშაო ეთიკის დაცვა და პოზიტიურობა.
** ხალხთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: HR@Iliani.com
|
|
|
|