Робота для біженців з України
IT სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ტექნიკურად ძლიერ კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის და ქსელებისა მიმართულებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, IP-ს გაწერა, გამართვა;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გაუმართავი პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
** ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნა (Microsoft Windows);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა: MS Windows, MS Windows Server, UNIX-like OS;
** Windows Server და Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
** ქსელური პრინციპების და პროტოკოლების ცოდნა:;
** LAN / WAN / WLAN ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** Router / Switch / Access Point-ების კონფიგურაცია;
** VPN ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (IPSec, L2TP, OpenVPN ან ანალოგიური);
** ფაილების გაზიარება, წვდომების მართვა, Backup / Restore პროცესები;
** CCTV სისტემები (კამერები, NVR/DVR, მონტაჟი/დემონტაჟი);
** დაშვების და აღრიცხვის სისტემები (Access Control);
** ქსელური კაბელების გაყვანა (UTP / CAT5e / CAT6);

ძირითადი IT კომპეტენციები:

** სტრატეგიული IT აზროვნება
** ციფრული ეფექტიანობა: ავტომატიზაცია, AI-დამხმარე და თანამედროვე IT ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება;
** პრობლემების პროაქტიული მართვა: ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: JOBS@cs.ge მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "IT სპეციალისტი -" .ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე