Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694788&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ენთები
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ენთები" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აუთსორსინგულ კომპანიას ფინანსური სერვისების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.

კომპანია დაფუძნდა 2015 წელს და დღეს ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას.
ჩვენი მიზანია ბიზნესებს შევუქმნათ საიმედო ფინანსური გარემო, სადაც მათ შეუძლიათ კონცენტრირდნენ ზრდასა და სტრატეგიულ განვითარებაზე.

პოზიციის მისია:

გაყიდვების მენეჯერის მთავარი მისიაა კომპანიის პროფესიული და ინტელექტუალური სერვისების ეფექტური გაყიდვა, ახალი კლიენტების მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული, ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული სერვისების აქტიური გაყიდვა (B2B);
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება და საჭიროებების იდენტიფიცირება;
** კლიენტებისთვის სერვისების პრეზენტაცია და კონსულტაციური გაყიდვების პროცესის მართვა;
** კომერციულ შეთავაზებებზე მუშაობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და სერვისების გაფართოების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი კომერციული მენეჯერისთვის;
** მჭიდრო თანამშრომლობა შიდა გუნდებთან (ფინანსური, ბუღალტრული, იურიდიული მიმართულებები).

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება B2B ან სერვისების გაყიდვების გამოცდილებას);
** კონსულტაციური გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ბიზნეს-ლოგიკისა და კლიენტის საჭიროებების ანალიტიკური შეფასების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრუქტურირებული აზროვნება;
** მაღალი პროფესიული ეთიკა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას სტაბილურ და სწრაფად განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
** პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** მონაწილეობას საინტერესო და მრავალფეროვან ბიზნეს პროექტებში.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: recruiting@ants.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია