Робота для біженців з України
უფროსი მარკეტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მარკეტერი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი მარკეტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისა და პროექტების მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის ერთიანი ტონის უზრუნველყოფა;
** ციფრული და ოფლაინ მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სარეკლამო კამპანიების (online/offline) დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** კონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია (სოციალური მედია, ვებსაიტი, პრეზენტაციები);
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდ-გენერაციისა და კონვერსიების გასაუმჯობესებლად;
** რეპორტინგი მარკეტინგული აქტივობებისა და შედეგების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (დეველოპმენტი ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრული მარკეტინგის ძირითადი არხების ცოდნა (Social Media, Digital Ads, Website);
** ბრენდინგისა და კომუნიკაციის პრინციპების გააზრება;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტაცია;
** პროექტების მართვის და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
** MS Office / Google Workspace ცოდნა;
** აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და სერტიფიკატების დაფინანსება;
** მეგობრული და ინოვაციური სამუშაო გარემო;

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი მარკეტერი"

განაცხადების მიღება დასრულდება: 20 იანვარი 2026

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე