Робота для біженців з України
დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება: 2000-დან 3000-მდე (1 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ) გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ფუნქცია/მოვალეობა:

** ოპერატორების მიერ უბნების მიხედვით პრისეილერებისთვის გაწერილი შეკვეთის სიზუსტის კონტროლი;
** მიღებული შეკვეთის დროული დამუშავების და პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** მიწოდების რგოლის მუშაობის (ობიექტზე მისვლის დრო, ობიექტზე ვიზიტის რაოდენობა) ანალიტიკა;
** ყოველთვიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
** დისტრიბუციის მუშობის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების და ასორტიმენტის მიხედვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და მათი მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, უშუალო ხელმძღვანელის, მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** სასურველია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.

ბენეფიტები:

** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე