|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯეო ქარ იმპორტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
შპს "ჯეო ქარ იმპორტი", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი
მისამართი: თბილისი, ქსნის ქუჩა #35
სამუშაოს აღწერა/მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი და პროფესიული მომსახურება;
** პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ოპერაციების შესრულება Fina სალარო სისტემის მეშვეობით;
** სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებლების კონსულტაცია;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** სალარო ანგარიშის დახურვა დღის ბოლოს და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში);
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30;
** დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
** ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: nugos76@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან კომპანიის შიდა რეგულაციებით დაწესებული ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
|
|
|
|